თურქი ნახევარმცველის აგენტმა განაცხადა,რომ მის კლიენტს გუნდის შეცვლა სურს.
"მსურს,რომ არდამ საკუთარი ძალები სხვა ჩემპიონატში მოსინჯოს,რაზეც თავად თურანიც თანახმაა",-განაცხადა ახმედ ბულუტმა თურქულ TRT-სთან ინტერვიუში.
"მას უნდა,რომ ახალი გამოცდილება შეიძინოს.ახლა,მისი სურვილის ასრულებაზე ვმუშაობ",-დაამატა აგენტმა.
"ატლეტიკომ" ჩვენი გეგმები იცის.თუკი ყველაფერი ისე წარიმართება,როგორც დაგეგმილი გვაქვს არდა კლუბს ზაფხულში დატოვებს".
"არდა თურანის გადაბირება ევროპის ხუთ წამყვან კლუბს სურს.არჩევანს სწორედ ამ 5 კლუბს შორის გავაკეთებთ".
25-წლის თურქი ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 24 მილიონ ევროს შეადგენს.ესპანური პრესა იტყობინება,რომ არდას გადაბირების მთავარი პრეტენდენტები "გალათასარაი","პსჟ" და "ანჟი" არიან.