11:10 PM
არდა თურანი “ატლეტიკოში” რჩება



თურქი ნახევარმცველი სამუშაო ადგილის შეცვლით დაინტერესებული არაა.

"როხიბლანკოს” 26-წლის ნახევარმცველი არდა თურანი ზაფხულის ამ სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. თუ ფეხბურთელის აგენტს დავუჯერებთ, თურქის ტრანსფერთან დაკავშირებით, "ატლეტიკოს” ოფიციალური წინადადებით ხუთმა კლუბმა მიმართა: ძალიან აქტიური იყო "გალათასარაი”, სულ ცოტა ხნის წინ უარყვეს მადრიდელებმა ფრანგული "მონაკოს” 17 მილიონ ევროიანი შეთავაზება, კიდევ ერთი გრანდი, რომლის ვინაობაც პრესისთვის უცნობია, მზად იყო მოთამაშის გამოსასყიდი თანხა გადაეხადა, რომელიც 24 მილიონს შეადგენს.

თუმცა, როგორც ესპანური გამოცემა AS იუწყება, თურანმა სხვა კლუბში გადასვლაზე უარი განაცხადა და დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობის ქვეშ მინიმუმ კიდევ ორი წლით მუშაობის სურვილი გამოთქვა.

თურანი "ატლეტიკოს” ღირსებას ორი წელიწადია, რაც იცავს, ამ დროის განმავლობაში მან პრიმერა დივიზიონში 65 მატჩი ჩაატარა და თავი გატანილი რვა გოლით გამოიჩინა.

წყარო: AS

ნანახია: 295 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: