4:04 PM
აფელაიმ არ იცის სად გააგრძელოს კარიერა



როგორც მოგეხსენებათ, ჰოლანდიელი ფეხბურთელი ამჟამად "შალკე 04"-ში "ბარსელონადან" არენდით იმყოფება. მან არ იცის სად სურს გააგრძელოს საკუთარი კარიერა.

შეგახსენებთ, რომ აფელაი გერმანულ კლუბში არენდით ერთი წლით იმყოფება.

"მე ჯერ ორწლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული "ბლაუგრანასთან". ნამდვილად მომწონს "შალკესთან" ერთად თამაში "ბუნდესლიგაში". მაგრამ დაველოდოთ ზაფხულს, არავინ იცის რა მოხდება."-აცხადებს ჰოლანდიელი ნახევარმცველი.

"გერმანიის ჩემპიონატში, უდიდესი კონკურენციაა. აქ ძალიან ბევრი ძლიერი კლუბია. მაგალითად ევროპულ ტურნირებში, თითქმის ყველა გერმანულ გუნდს შეუძლია თამაში."-დაასრულა იბრაჰიმ აფელაიმ.
 
ნანახია: 274 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: