11:52 AM
აფელაი "ბარსელონისათვის" იბრძვის



გერმანიის "შალკე 04"-ის ჰოლანდიელ შემტევ იბრაჰიმ აფელაის,რომელიც "ბარსელონას" ეკუთვნის,"ბლაუგრანაში" თამაში სურს.

აფელაი გერმანულ კლუბში კარგ თამაშს აჩვენებს და "შალკეს" მისი გამოსყიდვა სურს,მაგრამ ჰოლანდიელს "ბარსელონაში" თამაში უნდა.

"ჩემი მთავარი ამოცანა "ბლაუგრანაში" დაბრუნებაა.ამისათვის მე ვშრომობ და ვცდილობ,რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინო.მთავარია არ მივიღო ტრამვები,კარგ ფორმაში ჩავდგე და ძალიან კარგად თამაში ვაჩვენო."-ამბობს აფელაი.

"ბარსა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია.მას ძალიან დიდი ფეხბურთელები ჰყავს,როგორებიც არიან:მეის,ჩავი,ინიესტა და სხვები.მათთან თამაში ყოველთვის სასიამოვნოა.იმედია,ჩემი თამაშით მივიქცევ "ბარსას" ხელმძღვანელობის ყურადღებას და შემდეგ სეზონში "ბლაუგრანაში" ვიასპარეზებ."-დაასრულა ჰოლანდიელმა.
 
ნანახია: 280 | დაამატა: RoM@N | ტეგები: აფელაი ბარსელონისათვის იბრძვის | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: