7:23 PM
“ანჟი” გუარინს უმიზნებს



მილანური კლუბის კოლუმბიელი მოთამაშე, სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან მოთხოვნადი გახდა.

მოგეხსენებათ, ფრედის თაობაზე "ნერაძურიმ” უკვე უარყო "ტოტენჰემის” შემოთავაზება, რომელიც 20 მილიონ ევროს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, მისი მსურველები არ გამქრალნან. ახლა, ნახევარმცველის შეძენის სურვილი, მახაჩკალის "ანჟის” ხელმძღვანელობას გაუჩნდა.

როგორც ცნობილია, რუსული კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ "ინტერის” ტექნიკურ დირექტორ მარკო ბრანკას. თუმცა, ამ შეხვედრის დეტალები მედიისთვის არაა ცნობილი.

იტალიელი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ "ანჟი” მზადაა გადაიხადოს გაცილებით მეტი, ვიდრე ამას "ტოტენჰემი” აპირებდა. ამიტომაც, 26 წლის გარემარბის ტრანსფერი რუსეთის პრემიერ ლიგაში, გამორიცხული არაა.

წყარო: Sky Sport Italy

კატეგორია: რუსეთი | ნანახია: 302 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: