პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი შესაძლოა რუსეთში გადაბარგდეს.
26-წლის ნახევარმცველი მიჩუ ზედიზედ მეორე წელიწადია, რაც საოცარ სანახაობას გვაჩვენებს. ჯერ კიდევ გასულ სეზონში, როდესაც იგი ესპანური "რაიო ვალეკანოს" ღირსებას იცავდა ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა საკუთარი ამპლუის მოთამაშეებს შორის, ახლა კი იგი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, 13 გატანილი გოლით.
რათქმაუნდა, ფეხბურთელის ასეთმა მიღწევებმა სავსებით შესაძლებელია ძალიან ბევრი კლუბის ყურადღება მიიპყროს. იტყობინებიან, რომ მიჩუს გადაბირებით სერიოზულად არის დაინტერესებული ორი რუსული გუნდი - სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი" და მახაჭკალას "ანჟი".
იმ შემთხვევაში, თუ "სუონსი" ზამთარში გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალის გაყიდვას დათანხმდება, მაშინ კლუბი მისი ტრანსფერით ნამდვილად მოგებული დარჩება - ზაფხულში მიჩუ ინგლისურმა კლუბმა სულ რაღაც 2 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა, ახლა კი, იგი შესაძლოა ამ თანხაზე ორჯერ ან სამჯერ მეტ თანხად გაყიდოს.