33-წლის ფორვარდი ევროპაში დაბრუნებას გეგმავს.
ნიკოლას, რომელსაც "შანხაი შენხუასთან" კონტრაქტი აკავშირებს, ჩინეთში დაბრუნება არ სურს, იტყობინება ფრანგული პრესა. რამოდენიმე დღის წინ ანელკა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას შეუთანხმდა და ახლა კარლო ანჩელოტის გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
"ნიკოლამ დახმარება გვთხოვა, ჩვენ კი მას უარი არ ვუთხარით. ახლა ანელკა ჩვენთან ერთად ვარჯიშობს",-დაადასტურა ეს ინფორმაცია "პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ.
შეგახსენებთ. რომ "პარი სენ ჟერმენის" ექს-ფეხბურთელის გადაბირებით ორი ინგლისური კლუბია დაინტერესებული "ვეტ ჰემი" და "ქპრ".