2:27 PM
ანჩელოტი კასილიასის იგნორირებას აგრძელებს



პრესა წერს, რომ "რეალის” კაპიტანი კვლავ სათადარიგოთა სკამზე იჯდება.

უახლოეს შაბათს, "რეალი” "ვილიარეალთან” გასვლით შეხვედრას გამართავს. ესპანეთში მთავარი ინტრიგა ახლა ისაა, რომ იკერ კასილიასი სათამაშო პრაქტიკის გარეშე რჩება. პრესა ამ სიტუაციის ყველა დეტალს აქტიურად აკვირდება.

უკვე ახლა იტყობინებიან, რომ უახლოეს ტურში "რეალის” კაპიტნის თამაშის შანსები ძალიან მწირია. კარლო ანჩელოტი დიეგო ლოპესის სათადარიგოთა სკამზე დასმას არ აპირებს, რომელიც, სავსებით შესაძლებელია, კვლავ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

ცნობისთვის, თავად ლოპესისთვის ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება, რადგან ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში იგი სწორედ "ვილიარეალის” ღირსებას იცავდა.

წყარო: Marca

ნანახია: 273 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: