10:36 PM ანჩელოტის “რეალში” უნდა, თუმცა “პსჟ” წინააღმდეგია | |
![]() პარიზული კლუბი იტალიელი სპეციალისტის მადრიდში გაშვებას არ აპირებს. ესპანეთსა და საფრანგეთში გავრცელებული ბოლო ჭორების თანახმად, კარლო ანჩელოტის საკუთარი ძალების მადრიდში მოსინჯვა ძალიან უნდა, სადაც მას ელოდებიან, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა. "პსჟ”-ს ხელმძღვანელობა იტალიელის მუშაობით ძალიან კმაყოფილია, განსაკუთრებით იმით, თუ როგორ ითამაშა მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე. კლუბის ხელმძღვანელობას ანჩელოტისთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურს. "თუ მოურინიო მადრიდს დატოვებს, მაშინ ჩემი კლიენტი – პერესის სიაში პირველია. კარლოს "რეალში” მუშაობა სურს, თუმცა თავის კონტრაქტულ ვალდებულებებს პატივს სცემს”. "ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ჩვენ "პარი სენ ჟერმენთან” მოქმედი კონტრაქტი გვაკავშირებს, რომელიც ავტომატურად უნდა გახანგრძლივდეს, კლუბის ხელმძღვანელობას კი არანაირი თანხის სანაცვლოდ არ უნდა ანჩელოტის გაშვება”, – განაცხადა "პსჟ”-ს თავკაცის აგენტმა ერნესტო ბრონზეტიმ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ "პსჟ”-სთან იტალიელ სპეციალისტს ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისის თვეში ეწურება და ეს კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება, თუ მისი გუნდი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის პირველ სამეულში დაიკავებს ადგილს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |