7:57 PM
ანჩელოტის 4-3-3



კარლო ანჩელოტი არის მწვრთნელი, რომელიც მუდამ 4-3-3 ტაქტიკით თამაშობს. იგი არ არის სპეციალისტი, რომელსაც რაღაც განსაკუთრებული კანონები და მოთხონები აქვს გუნდის მესვეურების მიმართ, შესაბამისად კარლო მუდამ ცდილობს მისი მიზნების მისაღწევად გამოიყენოს ის რესურსები, რაც გუნდის შესაძლებლობის ფარგლებშია მოქცეული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ანჩეს აქვს ერთი წესი, რომელსაც იგი ყველა გუნდში იცავს. საქმე იმაშია, რომ ანჩელოტი, რომელ გუნდსაც არ უნდა წვრთნიდეს, ყველა გუნდს 4-3-3 ტაკთიკით ათამაშებს. ფიქრობენ, რომ თუ აღნიშნული მწვრთნელი "რეალს” გაწვრთნის, რეალის ტაქტიკური წყობაც ამ მიმართულებით შეიცვლება.

როდესაც, იტალიელი მწვრთნელი მილანს წვრთნიდა, მან სწორედ აღნიშნული წყობით მოიგო ორჯერ "ჩემპიონთა ლიგა” და ასევე "ჩელსისთან” და "პსჟ”-თან ერთად სხვა ტიტულები. 2002-2003 წლების სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ანჩელოტის მილანის მოედნის ცენტრში გატუსო, პირლო და ზეედორფი იდგა. ხოლო, მათ წინ მეტოქის კარის "დასველებას” რუი კოშტა, შევჩენკო და ინძაგი ცდილობდნენ.

მადრიდში იტალიელის მოსვლის შემთხვევაში, სპეციალისტების აზრით მცველების წინ, მოედნის ცენტრში გატუზოს როლს ხედირა, პირლოს როლს ალონსო, ხოლო ზეედორფის როლს მოდრიჩი შეასრულებს. მათ წინ, როგორც "მილანში”, სამი შემტევი განლაგდება. გაურკვეველია, ზუსტად ვინ დაიკავებენ ამ პოზიციებს, თუმცა დიდი ალბათობით ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო იქნება.

1371537826_extras_mosaico_noticia_1_g_0

ნანახია: 317 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: