"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კლუბში აღმოვჩნდი. ჩემი ოცნება ახდა. მადლობა მინდა გადავუხადო ფლორენტინო პერესს და კლუბის დირექტორებს იმისთვის, რომ მე ამირჩიეს ამ პოსტზე. აღსანიშნავია "რეალის” და "პსჟს” კარგი ურთიერთობაც, რამაც ხელი შეუწყო ჩემს მადრიდში გადმოსვლას.” – განაცხადა ანჩელოტიმ.
ურთიერთობა ფეხბურთელებთან
"მე ვარ მწვრთნელი და მსურს ყველა ფეხბურთელთან დალაგებული ურთიერთობა მქონდეს. ამის გაკეთება ყველა გუნდში შევძელი. ამას გარდა, მომიწევს იმ ზეწოლისთვის გამკლავება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია ამ კლუბში.”
ახალი შენაძენები?
"ჩვენი შემადგენლობა საკმაოდ მაღალი კლასის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ასეთი ფეხბურთელებით ადვილი იქნება შემტევი ფეხბურთის თამაში. ამას გარდა, მინდა აღვნიშნო ახალგაზრდა ფეხბურთელები აკადემიიდან. მათ უდიდესი ამბიცია აქვთ. რაც შეეხება ტრანსფერებს, ამაზე ხელმძღვანელობასთან უახლოეს პერიოდში დავილაპარაკებთ.”
ზიდანი თქვენი ასისტენტი იქნება?
"დიახ, ზიდანი მე დამეხმარება. ის ჩემს გვერდით იჯდება სკამზე. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ზინედინს მოედანზე გამოსვლა არ შეეძლება (იცინის).
ისკო?
"ისკო უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. მას მსოფლიოს ნებისმიერი კლუბის გაძლიერება შეუძლია. ჯერჯერობით ამ ტრანსფერზე ვერაფერს გეტყვით.”
სანახაობრივი თამაში
"ჩვენი შემადგენლობა საკმაოდ ძლიერია და უდიდესი ძალა გააჩნია შეტევაში კარგად თამაშისა. კლუბის ისტორია გვავალდებულებს სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშოთ.”