5:05 PM ანჩელოტი ფლორენტინო პერესს რუნის ყიდვას მოსთხოვს | |
![]() როგორც ჩანს კარლო ანჩელოტის მადრიდში გადაბარგება ფაქტობრივად გადაწყვეტილია. მიუხედავად იმისა, რომ ფლორენტინო პრესს ძალიან მოსწონს სუარესი, იტალიელი სპეციალისტი, მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, "რეალში” უეინ რუნის გადმოყვანას ითხოვს. მოსალოდნელია, რომ ეს ტრანსფერი რთული განსახორციელებელი არ იქნება, რადგან უეინმა საჯაროდ განაცხადა, რომ დევიდ მოიესთან ერთად მუშაობა არ უნდა. მთავარი პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ სატრანსფერო ღირებულება უნდა იყოს. ესპანელები რუნის სანაცვლოდ 25 მილიონი ფუნტის გაღებას აპირებენ, არადა "წითელი ეშმაკები” ფორვარდში 40 მილიონ ფუნტს ითხოვენ. ასევე "რეალს” კონკურენციას "პსჟ”, "არსენალი” და "ჩელსი” გაუწევენ. ინგლისის ეროვნული ნაკრებით თავდამსხმელის ხელჩი ჩაგდება მათაც სურთ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |