პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ გუნდი მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აღარავის არ შეიძენს.
"პარი სენ ჟერმენის" მენტორმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კლუბს გიიომ ოაროსა და ნენეს შემცვლელების ძებნა არ სჭირდება, ასევე კიდევ ერთხელ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრიშტიანუ რონალდუ საფრანგეთში გადაბარგდება.
"შეძლებენ თუ არა იბრაჰიმოვიჩი და რონალდუ ერთად თამაშს? ვფიქრობ, რომ მათ ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, რადგან ორივე - მაღალი დონის ფეხბურთელია. ყოველ შემთხვევაში, ზლატანთან მუშაობა არავის უჭირს. რონალდუ - ფანტასტიკური ფეხბურთელია, თუმცა მასზე არ ვფიქრობთ",-განაცხადა ანჩელოტიმ.
"ნენე და ოარო წავიდნენ, მაგრამ კლუბი ამ ფეხბურთელების შემცვლელების ძებნას არ დაიწყებს, რადგან საკმარისად კარგი გუნდი გვყავს. ჩვენთვის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა",-დაასრულა იტალიელმა სპეციალისტმა.