10:27 PM
ანჩელოტი: კოენტრაო “რეალს” დატოვებს



"მადრიდელების” მარცხენა მცველმა, ფაბიო კოენტრაომ კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება გადაწყვიტა.

"კოენტრაომ კლუბიდან გაშვება მოითხოვა, სწორედ ამიტომ, იგი კვირას, "ბეტისთან” გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს”, – აცხადებს ანჩელოტი.

"ბეილი? მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ იმ შემადგენლობით კმაყოფილი ვარ, რომელიც ამჟამად ჩემს განკარგულებაშია, თუმცა საუკეთესო ფეხბურთელები გუნდს კიდევ უფრო ძლიერს ხდიან”.

"ჩვენი მიზანი – არამხოლოდ გამარჯვება, არამედ ლამაზი, შემტევი ფეხბურთის ჩვენებაცაა. მნიშვნელოვანია თამაშის სტილის შექმნა, რომელიც ჩემს შეგირდებს მოერგება”.

"თუ გუნდი კარგად თამაშობს, ფანები კმაყოფილნი იქნებიან. "ბერნაბეუზე” ატმოსფერო ყოველთვის შესანიშნავი იყო და იქნება”, – დაასრულა იტალიელმა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პრიმერა დივიზიონის გასულ გათამაშებაში პორტუგალიელმა 16 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. "რეალში” იგი 2011-წელს პორტუგალიური "ბენფიკადან” გადაბარგდა.

წყარო: Goal.com

ნანახია: 333 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: