9:19 PM
ანჩელოტი: კასილიასი სათადარიგოთა სკამზე დარჩა? ვნახოთ, მომავალში რა იქნება



"რეალის” მთავარმა მწვრთნელმა "ბეტსთან” (2:1) გამართული მატჩის წინ მიღებულ საკუთარ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"კარში დიეგო იდგა, და რა? ვნახოთ, რა იქნება მომდევნო მატჩში. იკერმა თქვა, რომ პროფესიონალია და თამაში უნდა. ეს კარგია, მაგრამ "ბეტისთან” დიეგომ ითამაშა”.

"პრობლემა იყო ბალანსი. ჩვენ არ დავიცავით ასევე კავშირი ნახევარდაცვასა და დაცვას შორის. ძალიან ბევრ თავისუფალ ზონებს ვტოვებდით, ფიზიკური თვალსაზრისით კი "ბეტისი” აშკარად უკეთ გამოიყურებოდა”.

"არ უნდა დავივიწყოთ ასევე ისიც, რომ გუნდის ცხრა ფეხბურთელმა ამ კვირაში თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში ითამაშეს და ფორმის სრულიად აღდგენა ვეღარ მოასწრეს”, – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

წყარო: AS

ნანახია: 322 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: