11:09 AM
ანჩელოტი: იტალიური ფეხბურთი კვლავ ძლიერია




"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იტალიურ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა,რომ სერია ა კრიზისს არ განიცდის და ძველებურად ძლიერი ჩემპიონატია.

"ვფიქრობ,რომ იტალიური ფეხბურთი კვლავ ძლიერია.სერია ა-დან პირველ რიგში გამოვყოფ ტურინის "იუვენტუსს",რომელიც დანარჩენ იტალიურ გუნდებზე ძლიერია.ევროპაში მხოლოდ ერთი გუნდი არსებობს - "ბარსელონა",რომლის დამარცხებაც ძალიან ძნელია.მის შემდეგ მოდიან,როგორც "იუვენტუსი" ასევე "პარი სენ ჟერმენიც",-განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ,რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ორმა იტალიურმა გუნდმა - "იუვენტუსმა" და "მილანმა" დაძლია,აქედან უკანასკნელი კი სწორედ "ბარსელონას" დაუპირისპირდება.
 
ნანახია: 283 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: