9:45 PM
ანჩელოტი: “იოზილი ისკოსთან კონკურენციამ შეაშინა და გაიქცა”



"რეალის” მთავარმა მწვრთნელმა მესუთ იოზილის წასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"იოზილის ტრანსფერზე ბევრი საუბრობდა და ახლა ორიოდე სიტყვას მეც ვიტყვი. სამი თამაშის შემდეგ, იგი უნდობლობაზე ალაპარკდა, თუმცა ამ სამი მატჩიდან ორი პირველივე წუთებიდან დაიწყო. "რეალს” არავინ არ დატოვებს, თუ თავად ფეხბურთელი არ მოინდომებს ამას”.

"ისკოს მოსვლით მან გაიგო, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისათვის ახალგაზრდა ესპანელი მას სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა, და, სწორედ ამიტომ, წასვლა გადაწყვიტა”.

"დირექტორთა საბჭომ მესუთის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო და პირველივე ოფიციალური შემოთავაზება მივიღეთ. მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ”, – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

წყარო: AS

ნანახია: 277 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: