9:48 AM ანჩელოტი ბეილს “რეალის” სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს არ ჰპირდება | |
![]() უელსელს მოედანზე პირველი წუთებიდანვე გასვლისთვის ბრძოლა მოუწევს. "რეალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, პოლ კლემენტმა დაგვარწმუნა, რომ მიუხედავად იმ 100 მილიონი ევროსი, რომელიც "ბლანკოსმა” "ტოტენჰემს” გარეტ ბეილის სანაცვლოდ გადაუხადა, უელსელს გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნება. "რეალის” შემადგენლობაში ნებისმიერი ადგილისთვის კონკურენცია ძალიან სერიოზული იქნება. არავის არაფერი არა აქვს გარანტირებული. კარლო ანჩელოტიმ იცის, როგორ გამოიყენოს ბეილი, თუმცა სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ წუთას შეიცვალოს”, – აცხადებს კლემენტი. "გარეტის როლი გუნდში? "საუთჰემპტონში” იგი მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, თავიდან "ტოტენჰემშიც” იმავე პოზიციაზე ირჯებოდა. მაგრამ, დროთა განმავლობაში იგი ხშირად მოედნის ცენტრში გვევლინებოდა, რითაც ბეილის უნივერსალიზმი მტკიცდება. "რეალის” თითქმის ყველა ფეხბურთელს შეუძლია რამოდენიმე პოზიციის დაკეტვა და ძალიან საინტერესოა იმის ხილვა, თუ, როგორ იმოქმედებენ ბიჭები. ბალანსის პოვნას მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით”, – დაასრულა სპეციალისტმა. წყარო: BBC | |
|
სულ კომენტარები: 0 | |