9:53 PM
ანჩელოტი: ბეილის ტრანსფერი? დელიკატური საკითხია



"რეალის” მთავარ მწვრთნელს "ტოტენჰემიდან” გარეტ ბეილის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით საუბარი არ სურს, რადგან ანდრე ვილაშ-ბოაშთან დაპირისპირებას თავი აარიდოს.

შეგახსენებთ, "დეზების” ნახევარმცველით "რეალი” უკვე დიდი ხანია ინტერესდება და ჭორების თანახმად, მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ ას მილიონ ევროზე მეტიც კი გადაიხადოს.

"რეალის” თავკაცს, კარლო ანჩელოტის ბეილის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს, მან კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გარეტის ტრანსფერის განხილვა არ უნდა, რათა "ტოტენჰემის” მენეჯერი ანდრე ვილაშ-ბოაში არ გაანაწყენოს.

"შემიძლია ვთქვა, რომ ბეილის ხელში ჩაგდების ახალი გზები არავის მოუფიქრია”, – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.

"როდესაც ბეილის ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთე, ანდრე ვილაშ-ბოაშმა დაიჩივლა, რომ ასეთი დელიკატური საკითხი დასაშვებ ფარგლებს გასცდა. სწორედ ამიტომ, ახლა უბრალოდ მირჩევნია გავჩუმდე”.

წყარო: Goal.com

ნანახია: 315 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: