9:54 PM ანანიძის გოლი, 2 საგოლე პასი და ადგილი რუსეთის საუკეთესო 11-ეულში +Highlights | |
![]() ჯანო ანანიძემ "როსტოვის” შემადგენლობაში ძალიან მაგარი მატჩი ჩაატარა! 2 საგოლე პასი მიითვალა, გოლიც გაიტანა, "სპორტ ექსპრესის” ვერსიით, მე-5 ტურის საუკეთესო ხუთეულსა და სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჯანომ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასთან” ანგარიში 50-ე წუთზე გახსნა. 68-ე წუთზე კალაჩოვს გაუწია ასისტენტობა, ხოლო 75-ზე ძიუბას. საუკეთესო ხუთეულში "სპორტ ექსპრესმა” ჯანო 7,5 ბალით პირველი პოზიციაზე განათავსა. აი რას წერენ მის შესახებ: "პირველ ტაიმში ჯანო ნაკლებად შესამჩნევი იყო. ძიუბას ეძებდა, ცდილობდა მისთვის გაეკეთებინა პასი, თუმცა მოწინააღმდეგე გუნდის მცველები ჩანაფიქრს იოლად ხვდებოდნენ. მეორე ნახევარში ქართველმა ნახევარმცველმა ყველა თავისი ბრწყინვალება აჩვენა. თავდაპირველად, კარგად დაუხვედრა ფეხი კანგას ნახევრად დარტყმა ნახევრად ჩაწოდებას, შემდეგ ორი საგოლე პასი გააკეთა: კალაჩოვს 40 მეტრის სიშორიდან გაუკეთა პასი, ხოლო ძიუბას ბურთი თავზე დაასვა. ზოგადად, ჯანომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "როსტოვის” ვეტერანსა და საუკეთესო ბომბარდირს დახმარებოდა, ვისთან ერთადაც "სპარტაკიდან” არენდით გადავიდა ახალ გუნდში”. ქართველი ფეხბურთელის თამაშს, "სპორტ ექსპრესის” გარდა, "ჩემპიონატ.ქომმაც” მაღალი შეფასება მისცა – 7,5 ბალი. ანანიძეს "როსტოვის” შემადგენლობაში 4 მატჩი აქვს ჩატარებული, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. რაც შეეხება "როსტოვს”, გუნდი გათამაშების ცხრილის სათავეშია 13 ქულით. იხილეთ ანანიძის გოლი იხილთ ჯანო ანანიძის პასები წყარო: Geosports.ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |