9:51 PM
ამბროზინი “ფიორენტინასთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს



გამოცდილი ნახევარმცველი ახალ სამუშაო ადგილს ეძებს.

36-წლის ნახევარმცველს მასიმო ამბროზინის "მილანთან” კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, და, დიდი ალბათობით, ეს ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება.

ბოლო თვეების განმავლობაში მასიმოს მიმართ ინტერესს ინგლისის პრემიერ ლიგისა და MLS-ის კლუბები იჩენდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ამბროზინის სამშობლოდანაც ექნება საინტერესო შეთავაზებები.

ამბროზინის აგენტთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გამართა "ფიორენტინამ” – დავიდ პისაროს შესაძლო წასვლამ "იები” აიძულა ნახევარდაცვის ხაზის გასაძლიერებლად დაეწყო მუშაობა და "მილანის” ვეტერანი კლუბის ხელმძღვანელებს იდეალურ ვარიანტად მიაჩნიათ.

წყარო: Football Italia

ნანახია: 341 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: