"ბარსელონას" მცველმა დანიელ ალვესმა გუნდის მთავარ მწვრთნელზე ტიტო ვილანოვაზე ისაუბრა,რომელმაც რამოდენიმე დღის წინ ოპერაცია გადაიტანა.
"ტიტოს ავადმყოფობამ ჩვენ უფრო მოტივირებულნი გაგვხადა.ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის,რათა გავახაროთ.თითოეულ გამარჯვებას ახლა ჩვენ მას ვუძღვნით.ტიტოს ავადმყოფობის გამო ახლა ფეხბურთი მეორე ადგილას გადავდეთ,რადგან იგი ავადმყოფობას ებრძვის".
"რაც შეეხება ჩვენს შესანიშნავ სტარტს,ამით ყველანი მოხარულნი ვართ.თუმცა,კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ,რადგან წინ კიდევ ბევრი მატჩი გველოდება და ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა",-ციტირებს ბრაზილიელი ფეხბურთელის სიტყვებს Globoesporte.