კატალონიის "ბარსელონას" დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები არა და არ ელევა.
კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით,გუნდის ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა დანიელ ალვეშმა გუშინდელ "კლასიკოში" მუხლქვეშა მყესები დაიზიანა.
როგორც შემდეგ გაირკვა,ალვეში ფეხბურთის თამაშს უახლოესი 3 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს.ასე რომ,ბრაზილიელი "ბლაუგრანას" "დეპორტივოსთან" და "რაიოსთან" მატჩებში ვერ დაეხმარება,ასევე იგი ვერ დაეხმარება ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებსაც,რომელიც ერაყისა და იაპონიის ეროვნულ ნაკრებებთან გამართავს შეხვედრებს.

წყარო: FC Barcelona