10:13 AM
ალონსოს მომავალი გამონჯამრთელების შემდეგ განიხილება



ხაბი ალონსოს აგენტმა განაცხადა, რომ ახალი კონტრაქტის თაობაზე, "რეალთან” არანაირი მოლაპარაკებები არაა დაგეგმილი.

ამჟამად, ნახევარმცველი ფეხზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, გამონჯამრთელების სტადიაზეა. ალონსო მოედანს ნოემბრის თვეში უნდა დაუბრუნდეს.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და პრესაში, ნახევარმცველის მომავალთან დაკავშირებით, ათასგვარი ინფორმაცია უკვე გავრცელდა.

"მედიამ არაფერი არ იცის, – აცხადებს აგენტი, ინიაკი იბანიესი. – ამ ეტაპზე, ხაბი ტრავმირებულია და მის გამონჯამრთელებას უნდა დაველოდოთ. სწორედ ამის შემდეგ შევძლებთ უკვე რაიმეს თქმას. ამ დროისთვის, "რეალის” ხელმძღვანელობასთან შეხვედრა დაგეგმილი არ გვაქვს”.

წყარო: fichajes.com

ნანახია: 309 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: