11:07 PM
ალონსომ არ იცის, გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს "რეალთან"




"რეალის" ნახევარმცველის მომავალი მადრიდულ კლუბში ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველს ხაბი ალონსოს კლუბთან კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება. ჯერჯერობით უცნობია, გააფორმებს თუ არა იგი კლუბთან ახალ კონტრაქტს. თავად ხაბი ალონსო აცხადებს, რომ მხარეები ჯერჯერობით მხოლოდ მოლაპარაკებების სტადიაზე იმყოფებიან.

"მე ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება. ახლა ამის განხილვის დრო არ არის. დადგება დრო და ყველაფერს განვიხილავთ",-განაცხადა ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ ხაბი ალონსო "რეალში" 2009-წლიდან ასპარეზობს და ამ დროის განმავლობაში მან "სამეფო კლუბთან" ერთად კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონატი მოიგო.
 
ნანახია: 263 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: