6:32 PM ალონსო “რეალში” მომდევნო სეზონშიც ითამაშებს | |
![]() მადრიდელების ნახევარმცველმა განაცხადა, რომ მომდევნო სეზონს თეთრ მაისურში გაატარებს. შეგახსენებთ, ადრე ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ ხაბი ალონსო "რეალთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და რადგან მას კლუბთან ხელშეკრულება 2014-წლის ზაფხულში ეწურება, უკვე ამ ზაფხულს ნახევარმცველს სამუშაო ადგილის შეცვლას უწინასწარმეტყველებდნენ. თავად ალონსომ კი განაცხადა, რომ "სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვებას არ აპირებს. "რა თქმა უნდა, მომდევნო სეზონშიც "რეალში” ვითამაშებ”, – აცხადებს ალონსო "მალაგასთან” (6:2) მოპოვებული სამი ქულის შემდგომ. "ესპანეთის თასის ფინალისთვის მორალურად ვემზადებით. მატჩი ძალიან რთული იქნება”, – დაამატა ნახევარმცველმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |