8:23 PM
ალონსო კონფედერაციის თასს გამოტოვებს



ესპანეთის ეროვნული ნაკრების მედიკოსებმა ზაფხულში ბრაზილიაში გასამართ მოახლოებულ ტურნირზე მადრიდის "რეალის” ნახევარმცველის მონაწილეობა გამორიცხეს.

დღეს ვისენტე დელ ბოსკემ 2013-წლის ბრაზილიაში გასამართი კონფედერაციის თასისთვის შემადგენლობა უნდა დაასახელოს. უკვე ცნობილია, რომ 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდება გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ხაბი ალონსო.

"რეალის” ნახევარმცველს ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში საზარდული აწუხებდა, რის გამოც ალონსო განაცხადს მიღმა დარჩება. ეროვნული ნაკრების მედიკოსებმა, რომლებმაც ნახევარმცველს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს, მისი ბრაზილიაში გამგზავრება გამორიცხეს.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ესპანელების შემადგენლობა 22-კაცამდე მაინც არ შემცირდება. სავარაუდოდ, ალონსოს ადგილს ბენიატ ეჩებერია ("ბეტისი”) ან ხავი გარსია ("მან სიტი”) დაიკავებს.

წყარო: El Confidencial

ნანახია: 326 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: