5:56 PM
ალონსო: "ჩვენ არ ვართ ფავორიტები, მაგრამ ვიბრძოლებთ ბოლომდე"



მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, განაგრძობს რწმენას, რომ მისი გუნდი შეძლებს წლევანდელ სეზონში "პრიმერა დივიზიონის" მოგებას, მიუხედავად 11 ქულიანი ჩამორჩენისა.

"ახლა 2012 წლის ნოემბერია. ჩემპიონატის დასრულებამდე უდიდესი დროა დარჩენილი. რამოდენიმე თვეში, შესაძლოა ბევრი ცვლილებები მოხდეს."-აცხადებს ხაბი ალონსო.

"ჩვენ უნდა განვაგრძოთ იმის დაჯერება, რომ შესაძლოა სიტუაციის გამოსწორება, რადგან ფეხბურთი სავსეა სიურპრიზებით. რა თქმა უნდა არ ვართ ფავორიტები, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ."

"ჩვენ ყურადღება თამაშებზე გვაქვს გადატანილი. მოურინიო საუკეთესო მწვრთნელია, ვინც კი შეიძლებოდა გვყოლოდეს. ეჭვი არ მეპარება, რომ მას არ სურს მადრიდის დატოვება."-დაასრულა ესპანელმა ნახევარმცველმა.
 
ნანახია: 338 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: