5:23 PM
ალონსო ახალი სეზონის სტარტს სრულ მზადყოფნაში შეხვდება



"რეალის” ნახევარმცველი პრიმერა დივიზიონის პირველ ტურში "ბეტისთან” გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

"ბლანკოსი” ახალ სეზონს კვირას "ბეტისთან” გასამართი საშინაო მატჩით გახსნის, და, როგორც ესპანური გამოცემა AS იუწყება, კარლო ანჩელოტის განკარგულებაში 31-წლის ნახევარმცველი ხაბი ალონსოც იქნება.

ეს სიახლე, რაღაც თვალსაზრისით, სენსაციურად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან ჯერ მხოლოდ ივნისის თვეში გადაიტანა ალონსომ საზარდულის ოპერაცია და მისი მოედანზე დაბრუნება სექტემბრის თვის შუა რიცხვებამდე ადრე არ იგეგმებოდა. თუმცა, გამოცდილი ესპანელის გამონჯამრთელება დაგეგმილ გრაფიკზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს და კვირას ხაბი თამაშს უკვე შეძლებს.

წყარო: AS

ნანახია: 306 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: