2:29 PM ალკანტარა “რეალში”? | |
![]() მადრიდული კლუბი ახალგაზრდა ბრაზილიელი ნახევარმცველის ხელში ჩაგდებას სერიოზულად უმიზნებს. ესპანური მასმედია იუწყება, რომ მადრიდის "რეალის” ხელმძღვანელობამ "ბარსელონას” ჰავბეკის ტიაგო ალკანტარას გაფორმებასთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი გადადგა. რადიოსადგურ RAC-1-ის ინფორმაციით, "თეთრების” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კატალონიური კლუბის ფუნქციონერებთან ალკანტარას პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გამართა. აღსანიშნავია, რომ ტიაგოს კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად, მისი გამოსასყიდი თანხა 18 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა აგვისტოში ეს ციფრი ავტომატურად 90 მილიონამდე გაიზრდება, სწორედ ამიტომ ჩქარობენ ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენას მისი მსურველი კლუბები. გარდა "რეალისა” ალკანტარას გადაბირებით "მანჩესტერ სიტი” და "მანჩესტერ იუნაიტედიც” ინტერესდებიან. წყარო: Sport.es | |
|
სულ კომენტარები: 0 | |