12:38 PM
ალეგრი: "პრო პატრიასთან" მატჩში მომხდარი ინციდენტით იმედგაცრუებულნი ვართ"




"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ "პრო პატრიასთან" ამხანაგურ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო იმედგაცრუებულია, რადგან ბოატენგის მიმართ მასპინძლების გულშემატკივრებმა რასისტული გამონათქვამები იხმარეს.

"ჩვენ ამ მატჩში მომხდარი ინციდენტით იმედგაცრუებულნი ვართ. "მილანის" ყველა ფეხბურთელი ყოველთვის ღირსეულად თამაშობს. რასიზმი უნდა შეწყდეს".

"მინდა ბოდიში მოვუხადო იმ დანარჩენ გულშემატკივრებს, რომლებიც ამ მატჩზე იმიტომ მოვიდნენ, რომ ფეხბურთი ეხილათ. გპირდებით, რომ აქ კიდევ ვითამაშებთ",-ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.
 
ნანახია: 277 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: