8:45 PM ალეგრი “მილანში” რჩება? | |
![]() "პერუჯას” მთავარმა მწვრთნელმა და მასიმილიანო ალეგრის მეგობარმა საინტერესო სიახლე შეგვატყობინა. თითქმის გადაწყვეტილი იყო ის ფაქტი, რომ ალეგრი "მილანს” დატოვებდა და "რომას” ჩაიბარებდა, თუმცა დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალისტი შესაძლოა მოდის დედაქალაქში დარჩეს. "გუშინ ალეგრიმ დამირეკა, პლეი-ოფში გასვლა მომილოცა და მითხრა, რომ "მილანში” რჩება”. "ყველა მხარს მიჭერს: ფეხბურთელები, გულშემატკივრები და არსად წასვლას არ ვაპირებ”, – ასე მითხრა მაქსმა”, – განაცხადა ანდრეა კამპლონემ, რომელიც ალეგრისთან ერთად "პესკარასა” და "პერუჯაში” მუშაობდა. წყარო: Il Messaggero | |
|
სულ კომენტარები: 0 | |