6:56 PM
ალეგრი კაკას დაბრუნების იდეას მხარს უჭერს



"მილანის” მწვრთნელი თვლის, რომ ბრაზილიელის ტრანსფერით მისი გუნდი სერიოზულად გაძლიერდება.

ცოტა ხნის წინ, კაკამ განაცხადა, რომ "რეალის” დატოვება უნდა, რადგან მისი კარიერის ესპანური პერიოდი წარმატებული არ გამოდგა. პლეიმეიკერის შეძენის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი სწორედ "მილანია”.

მოდის დედაქალაქში ბრაზილიელის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებული სიტუაცია დააკომენტარა "როსონერის” ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ.

"თუ კაკა შემოგვიერთდება, მაშინ "მილანი” ბევრად უფრო ძლიერი გახდება, რადგან ეს ფეხბურთელი მსოფლიო დონისაა”.

"ჩვენ იგი, ხოლო მას ჩვენ ვჭირდებით. ეს ტექნიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შესანიშნავი კომბინაცია იქნება”.

"დარწმუნებული ვარ, კლუბი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ტრანსფერებს განახორციელებს”, – განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ.

წყარო: Sky Sports

ნანახია: 288 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: