5:41 PM
ალბას კონფედერაციის თასის ფინალში ბრაზილიასთან შეხვედრა სურს



ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, ამხანაგური ტურნირთან დაკავშირებით, საკუთარი მოლოდინი გაგვიზიარა.

"ფინალში მოხვედრით მოხარული დავრჩები. განსაკუთრებით გამიხარდება, თუ ბრაზილიას დავუპირისპირდებით. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებს ჩვენი შეხვედრა მოეწონება”.

"გულწრფელი უნდა ვიყო. ჩვენთვის უკეთესი არამხოლოდ ფინალში მოხვედრა, არამედ ტურნირის მოგებაც იქნება”, – განაცხადა ხორდი ალბამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ნახევარფინალში ჯგუფურ ეტაპში დაკავებული პირველი ადგილით გავიდა, სადაც, დიდი ალბათობით, ურუგვაის დაუპირისპირდება. ესპანეთი კი, თავის მხრივ, მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში საკუთარ ძალებს იტალიასთან მოსინჯავს.

წყარო: Football Espana

ნანახია: 295 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: