12:45 PM
ალბას 2013 წელს წარმატებების მიღწევა სურს



კატალონიის "ბარსელონას" ესპანელ მცველს ხორდი ალბას მის ამჟამინდელ კლუბთან ერთად წარმატებების მიღწევა სურს.

როგორც მოგეხსენებათ ხორდი ალბა "ბარსელონაში" 2012/13 წლების სეზონის დასაწყისში გადავიდა "ვალენსიიდან". ფეხბურთელის მოსვლის დრიდანვე სურს "ბარსელონასთან" ერთად ტიტულების მოგება.

ამ სეზონის შუა ნაწილში ახალგაზრდა მცველს "ტრიპლეტზეც" ჰქონდა ამბიცია და არ მალავდა იმედებს იმის შესახებ, რომ კატალონიელებთან ერთად ყველა ტიტულს მოიპოვებდა.

როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს თავის კარიერაში გადამწყვეტი მომენტი ახლა დგება და სურს დაამტკიცოს, რომ ღირსეული ფეხბურთელია. ამაში მას ტიტულების მოპოვებაც დაეხმარება. მინდა შემოგთავაზოტ ახალგაზრდა მცველის ინტერვიუ.

"მე ძალიან გამიხარდა, რომ მოვხვდი ისეთ კლუბში როგორიც კატალონიის "ბარსელონაა". მე სულ ვოცნებობდი ამ უდიდესი კლუბის ძირითადში თამაშს. ვფიქრობ ეს ოცნება ნაწილობრივ ამიხდა, ამის გარდა მსურს "ბარსელონასთან" ერთად ბევრი ტიტულის მოგება.", - აცხადებს ხორდი ალბა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ახალ 2013 წელს გუნდი უფრო მობილიზებული და მიზანსწრაფული შეხვდება, ვიდრე აქამდე იყო.

"მინდა ვისარგებლო მომენტით და ყველას მოგილოცოთ შობა-ახალი წელი. გუნდისთვის ეს წელი შესაძლოა გარდამტეხიც აღმოჩნდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი თანაგუნდელები ახალ წელს უფრო მოტივირებულები შეხვდებიან."

"საკმაოდ კარგად ჩავატარეთ გასული წელი, თუმცა ამის მიუხედავად ტიტულები ვერ მოვიპოვეთ. ახლა ახალ 2013 წელს მსურს, რომ ჩემს ახალ კლუბთან ერთად ბევრი ტიტული მოიგო, ჩემს კარიერაში მთავარიც სწორედაც, რომ ესაა.", - აცხადებს ხორდი ალბა.

ესპანელმა მცველმა ასევე კომენტარი გააკეტა ლა ლიგასა და ჩემპიონტა ლიგაზე.

"ძალიან კარგად მიგვდის საქმე ესპანეთის ჩემპიონატში, არ მინდა ნაადრევი დასკვნის გამოტანა, თუმცა ნათელია, რომ ძალიან დიდი შანსი გვაქვს ტიტულის მოგების. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ვერ ვიტყვი, რომ გაგვიმართლა, რომ "მილანს ვხვდებით, მაგრამ 1/4 ფინალში გასვლის შანსი აშკარად უფრო მეტი გვაქვს მეტოქესთან შედარებით.", - დაასრულა კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა მცველმა ხორდი ალბამ.

აქვე მინდა შეგახსენოტ, რომ ხორდი ალბამ ამ სეზონზე 15 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანაც შეძლო.
 
ნანახია: 262 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: