9:29 PM ალბა: “იტალიასთან გასამართი მატჩი ევრო 2012-ის ფინალი არ იქნება” | |
![]() "ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველი დარწმუნებულია, რომ კონფედერაციის თასის ნახევარფინალში იტალიასთან ძალიან რთული დაპირისპირება ელით. შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა გუშინ ნიგერია დიდი ანგარიშით დაამარცხა და 3-დან 3 მოგებით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ნახევარფინალში დელ ბოსკეს შეგირდებს იტალიასთან მოუწევთ თამაში. ევრო 2012-ის ფინალში ესპანელებმა მეტოქე 4:0 გაანადგურეს. "იტალიასთან გასამართი მატჩი, რა თქმა უნდა, ევრო 2012-ის ფინალისგან განსხვავებული იქნება. ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება”,-აცხადებს ხორდი ალბა, რომელმაც ნიგერიას 2 გოლი გაუტანა. ესპანეთი იტალიას 27 ივნისს დაუპირისპირდება. წყარო: Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |