,,სევილიასთან’’დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ აიტორ კარანკამ, ,,რეალის’’ მთავარი მწვრთნელის,ჟოზე მოურინიოს ასისტენტმა განაცხადა,რომ მთავარი პრიორიტეტი ,,სამეფო კლუბისთვის’’ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
,,ჩვენ ვაჩვენეთ,რომ კვლავ გვინდა პრიმერას ყოველ მატჩში გამარჯვება.ამავდროულად ჩვენი მთავარი მიზანი ახლა-ჩემპიონთა ლიგაა.ჩვენთვის მნიშვნელოვანია,რომ რონალდუ ,,მანჩესტერთან’’მატჩისთვის კარგ ფორმაში შედის’’-ციტირებს კარანკას სიტყვებს ,,რეალის’’ ოფიციალური საიტი.
მწვრთნელმა იმის ვარიანტიც არ გამორიცხა,რომ ბენზემამ და იგუაინმა სასტარტო შემადგენლობაში ერთად ითამაშონ. ,,რატომაც არა,მათ ხომ დღეს ერთად ითამაშეს.ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი სტადიაც ახლოვდება და მათ შორის კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში გუნდის სასარგებლოდ მოქმედებს’’.-განაცხადა კარანკამ.
ესპანეთის ჩემპიონატში რეალი მესამე ადგილ იკავებს და ,,ბარსელონას’’და ,,ატლეტიკოს’’ 13 და 4 ქულით ჩამორჩება.თან მოურინიოს გუნდმა 1 თამაშით მეტი ჩაატარა ხოლო ,,ბარსელონა’’ და ,,ატლეტიკო’’ დღეს ითამაშებენ.ოთხშაბათს კი ,,რეალი’’ ,,სანტიაგო ბერნაბეუზე’’მიიღებს ,,მანჩესტერ იუნაიტედს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში.