11:18 AM
აგუერო: “ინგლისის ჩემპიონები უნდა გავხდეთ”



"მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა განაცხადა, რომ სწორედ მისი გუნდია ინგლისში დაწყებული პრემიერ ლიგის ახალი გათამაშების ფავორიტი.

ამ ზაფხულს, "ქალაქელებმა” თავიანთი გუნდი ისეთი შემსრულებლებით გააძლიერეს, როგორებიც ფერნანდინიო, ხესუს ნავასი, სტევან იოვეტიჩი, ალვარო ნეგრედო და მარტინ დემიჩელისი არიან.

"მჯერა, უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე გასულ სეზონში. პრემიერ ლიგის მოგება მართლაც ძალიან ძნელია, მაგრამ, ჩვენ საკმარისად კარგი გუნდი გვყავს იმისათვის, რათა მოვიგოთ. ჩვენი ფეხბურთელები არანაკლებ საუკეთესოები არიან, ვიდრე "იუნაიტედისა” და "ჩელსისი”.

"ემიუ” ჩვენი უმთავრესი კონკურენტი იქნება, შემდეგ ჟოზე მოურინიოს "ჩელსი” მოდის. "ტოტენჰემმა” დიდი გუნდი ააშენა, ასევე "ლივერპულიც” ძლიერია”.

"ვიცით, ვალდებულნი ვართ გავიმარჯვოთ. ახალწვეულებმა იციან, რომ "სიტის” მიზანი ერთ-ერთ დიდ კლუბად ჩამოყალიბებაა”, – განაცხადა სერხიო აგუერომ.

წყარო: Goal.com

ნანახია: 269 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: