11:26 AM აგერისთვის სეზონი დასრულდა | |
![]() მერსესაიდული კლუბის დანიელ ცენტრალური მცველს, მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ ვიხილავთ. დანიური მედიის ინფორმაციის თანახმად, აგერი უახლოეს მომავალში ოპერაციას ჩაიტარებს. ასე რომ, ბოლო შეხვედრებში იგი მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებს. ცნობილია ის ფაქტიც, რომ "ლივერპულის” მცველი დანიის ეროვნული ნაკრების დახმარებას საქართველოსა (ამხანაგური) და სომხეთის (მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი) წინააღმდეგ ვერ შეძლებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში 28 წლის მოთამაშის ანგარიშზე, 35 ჩატარებული მატჩი და სამი გოლია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |