3:41 PM აგენტი: ტიაგო სილვა “პსჟ”-ში რჩება | |
![]() ბრაზილიელი მცველის წარმომადგენელი ბრაზილიელის "ბარსელონაში” პოტენციურ გადაბარგებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს უარყოფს. 2013-წლის ზაფხულში "ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი ცენტრალური მცველის შეძენაა, და, ესპანეთში გადასვლის სხვა ვარიანტებთან ერთად, არაერთხელ დაიწერა "პსჟ”-ს კაპიტნის ტიაგო სილვას სახელიც, რომელიც ერთი წლის წინ მილანიდან პარიზში გადაბარგდა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის აგენტმა "ბარსელონასთან” მოლაპარაკებები უარყო, განაცხადა, რომ კარლო ანჩელოტის "რეალში” წასვლის შემთხვევაშიც, სილვა თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. "ტიაგო მზადაა ხელფასის შემცირებას დათანხმდეს იმისათვის, რათა "ბარსელონაში” ითამაშოს? არა, მოვლენების ასეთი განვითარება შეუძლებელია და იგი ესპანეთში არ წავა. დარჩება თუ არა "პსჟ”-ში? დიახ, მიუხედავად იმისა, წავა თუ არა ანჩელოტი”, – განაცხადა პაოლო ტონიეტომ. "პსჟ”-ს შემადგენლობაში სადებიუტო სეზონში ტიაგო სილვამ, ყველა ტურნირზე ერთად, პარიზელების მაისური 34 შეხვედრაში მოირგო და საკუთარ გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. წყარო: Tuttomercatoweb | |
|
სულ კომენტარები: 0 | |