11:35 AM
აგენტი: როლანდუ "ნაპოლიში" გადაბარგებით დაინტერესებულია




"პორტუს" ცენტრალურმა მცველმა სამუშაო ადგილი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიცვალოს.

"იგი ნეაპოლში თამაშით დაინტერესებულია. როლანდუ - ჭკვიანი ფეხბურთელია და იცის, რომ იტალიის სერია ა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ ჩემპიონატად ითვლება, "ნაპოლი" კი - შესანიშნავი გუნდია",-განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ჟოაო ხოსე სანტოს კარდოსო და სილვამ.

"თუ კლუბი და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი როლანდუს გუნდში გადასვლას შესთავაზებს, მაშინ ჩემი კლიენტი ამ შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით დათანხმდება და "ნაპოლის" მაისურს მოირგებს".

"როლანდუს კონტრაქტში ჩადებული პირობების თანახმად მისი გამოსასყიდი თანხა 8-10 მილიონ ევროს შეადგენს",-დაასრულა პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტმა.

შეგახსენებთ,რომ ფეხბურთელის გადაბირებით პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კიდევ ორი იტალიური კლუბი რომის "ლაციო" და მილანის "ინტერი" არიან დაინტერესებულნი.
 
ნანახია: 259 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: