7:05 PM
აგენტი: “პსჟ”-მ ანჩელოტის “რეალში” გადასვლა დაბლოკა



იტალიელი სპეციალისტის წარმომადგენელი, არნესტო ბრონზეტი აცხადებს, რომ "პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობას, ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის დაკარგვა არ სურს.

შეგახსენებთ, ანჩელოტი ჟოზე მოურინიოს მემკვიდრეობის მთავარი კანდიდატია. მან პარიზელებს წასვლის უფლების მიცემა სთხოვა, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონებს მისი დაკარგვა არ უნდათ, რომელმაც მათ გუნდს ამ სეზონში წარმატება მიაღწევინა.

"ამ დღეებში, პარიზში, სიტუაციასთან გამკლავებას ვაპირებ. "პსჟ”-ს ჩემი კლიენტის გაშვება არ სურს, რომელმაც მისი წასვლის შესაძლებლობა დაბლოკა.”-აცხადებს არნესტო ბრონზეტი.

"მთავარი მიზეზი კი სწორედ ის არის, რომ პარიზელებს სხვა დამრიგებლის ალტერნატივა არ აქვთ. ისინი ჟოზე მოურინიოს გადაბირებას იმედოვნებდნენ, თუმცა პორტუგალიელმა "ჩელსი” არჩია.”

"პირადად ჩემი დიდი სურვილია, კარლო მადრიდის "რეალის” სამწვრთნელო სკამზე ვიხილო.”-დაასრულა ანჩელოტის აგენტმა.

წყარო: Sky Sport Italy

ნანახია: 271 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: