10:08 PM აგენტი: “ლევანდოვსკი “ბაიერნში” გადავა” | |
![]() პოლონელი თავდამსხმელის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მისი კლიენტი მარიო გიოტცეს კვალს მიჰყვება. "უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რობერტი მიუნხენში გადაბარგდება. ამის დამალვას აზრი არ აქვს და ვიტყვი, რომ ჩემს კლიენტს დორტმუნდის დატოვება სურს.”-აცხადებს ფორვარდის აგენტი, ცეზარ კუჩარსკი. "უბრალოდ დროის საკითხია. ტრანსფერი შესაძლოა მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დადასტურდეს. ჩვენ ამჟამად ტრანსფერზე ვმუშაობთ და კლუბის სიგნალს ველით.” "ლევანდოვსკის ახალი გამოწვევები სჭირდება. მას სხვა პარტნიორებთან და სხვა მწვრთნელებთან ერთად მუშაობა სურს. აგრეთვე, იგი ახალ მოტივაციას საჭიროებს.”-დაასრულა კუჩარსკიმ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ბორუსიასთან” პოლონელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი, 2014 წლის ზაფხულში იწურება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |