4:55 PM აგენტი: კაგავა “ატლეტიკოში” არ გადავა | |
![]() მადრიდული კლუბი შეტევის ხაზის გაძლიერების გზებს ეძებს. ესპანური პრესა იუწყება, რომ "ატლეტიკო” წინააღმდეგი არაა "ემიუს” ნახევარმცველი სინჯი კაგავა ინათხოვროს. იაპონელი "მანჩესტერ იუნაიტედის” სასტარტო შემადგენლობაში ადგილს ვერა და ვერ იმკვიდრებს, და ინსაიდერების ცნობით, "წითელი ეშმაკუნები” მზად არიან კაგავას შეელიონ. თუმცა, სინჯის აგენტმა, ტომას კროტმა ESPN-სთან საუბრისას შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა: "სინჯი "ემიუს” არ დატოვებს, იგი "ატლეტიკოში” არ გადავა. ჩემი კლიენტი "იუნაიტედის” ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლებს. იგი კარიერის "ოლდ ტრაფორდზე” გაგრძელებას აპირებს”. შეგახსენებთ, მანიკუნიანელებმა კაგავა გასულ ზაფხულს დორტმუნდის "ბორუსიადან” შეიძინეს. სინჯი "ემიუს” 22 მილიონი ევრო დაუჯდა. წყარო: ESPN | |
|
სულ კომენტარები: 0 | |