10:30 AM
აგენტი: ჯოვინკოს “იუვენტუსში” დარჩენა სურს



სებასტიან ჯოვინკო სავარაუდოდ "ბებერ ქალბატონს” არ დატოვებს და კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

"ნაპოლიზე” გავრცელებული ჭორები აბსოლუტურად აბსურდულია, – დაიწყო ფეხბურთელის წარმომადგენელმა კლაუდიო პასკუალინმა. – იგი, როგორც არასდროს, მზადაა კარიერა "იუვენტუსში” გააგრძელოს”.

"თუ რაიმე სასწაული არ მოხდება სებასტიანი "იუვენტუსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ჩვენ კლუბის დირექტორებთან ეს საკითხი უკვე განვიხილეთ. ძალიან მალე ამაზე კვლავ ვისაუბრებთ, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არ ვიჩქარებთ”.

"იგი შესანიშნავ სეზონს ატარებს და ანტონიო კონტე მას ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად თვლის”, – დაასრულა ჯოვინკოს აგენტმა.

ნანახია: 299 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: