4:43 PM
აგენტი: “ჯექსონ მარტინესი “პორტუში” რჩება”



ბოლო პერიოდში პრესაში ვრცელდება ჭორები, ვითომდა ფორვარდი შესაძლოა "ტოტენჰემში” გადაბარგდეს, თუმცა ფეხბურთელის აგენტმა ეს ყველაფერი უარყო.

"ჯექსონ მარტინესი ყოველთვის ამბობდა, რომ "პორტუში” დარჩენა სურს და კლუბის დატოვებას არ აპირებს”, – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ლუის მანსომ Radio Renaiscenca-სთან ინტერვიუში.

"იგი, თავისი ოჯახის მსგავსად, ბედნიერია, სწორედ ამიტომ, ვერ ვხედავ მიზეზს იმისას, რის გამოც მან პორტუგალია უნდა დატოვოს”.

"ტოტენჰემი”? უცნაურია, რომ ინგლისური პრესა ამ პრობლემებს ქმნის, რადგან ახლა მარტინესი მხოლოდ "პორტუზეა” კონცენტრირებული. მოლაპარაკებები არავისთან არ გაგვიმართავს. ეს არ გვაინტერესებს”, – დაასრულა მანსომ.

წყარო: Sky Sports

ნანახია: 316 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: