3:13 PM
აგენტი: გიოტცე “ბაიერნში” ფულის გამო არ გადასულა



მარიო გიოტცეს აგენტმა ვოლკერ სტურტმა, განაცხადა, რომ ნახევარმცველმა დორტმუნდიდან მიუნხენში გადაბარგება მხოლოდ სპორტული მიზეზების გამო არჩია.

"იგი სამუშაო ადგილს მხოლოდ სპორტული მიზეზების გამო იცვლის. მარიო – 20 წლისაა და მის ასაკში ეს ასეც უნდა იყოს”, – აცხადებს სტრუტი Bild-თან საუბრისას.

"თუ არჩევნის გაკეთებისას იგი მხოლოდ ფულზე იფიქრებდა, მაშინ არა "ბაიერნში”, არამედ "მანჩესტერ სიტიში” ან სხვა რომელიმე ინგლისურ კლუბში გადასვლას გადაწყვეტდა. ჩვენთვის ნებისმიერი კლუბის მიერ შემოთავაზებული წინადადების უარყოფა, ძნელი არ ყოფილა. ვაცხადებ, რომ სამშობლოში კარიერის გაგრძელება მისთვის სწორი გადაწყვეტილებაა. მითუმეტეს, ბუნდესლიგა კვლავ მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატის წოდებისკენ მიიწევს”.

"მე მესმის, რომ "ბორუსიას” გულშემატკივრებისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ იგი ბუნდესლიგიდან წავიდოდა, თუმცა გერმანულ ფეხბურთს უფრო მეტი უპირატესობა ექნება, თუ იგი აქ დარჩება”.

შეგახსენებთ, გიოტცე ამჟამად ბარძაყის დაზიანების მკურნალობას გადის, რათა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის გამონჯამრთელდეს, სადაც მის მომავალ კლუბს დაუპირისპირდება. მატჩი ლონდონში, სტადიონ "უემბლიზე” 25 მაისს გაიმართება.

ნანახია: 342 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: