"ბარსელონას" მცველმა ადრიანომ ბოლო მატჩი 16 დეკემბერს მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მოგებულ მატჩში გამართა (4:1), რომლის შემდეგაც მოედანზე კოჭის ტრავმის გამო არ გასულა.
ახლა კი 28-წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა სრულიად მოირჩინა და ვარჯიში განაახლა, იტყობინება "ბარსელონას" ოფიციალური საიტი.
მოგეხსენებათ, კვირას კატალონიელებს წინ ურთულესი მატჩი ელოდებათ, სადაც ისინი სტუმრად "მალაგას" დაუპირისპირდებიან. სავსებით შესაძლებელია, მომდევნო მატჩში კორეია მინდორზე ვიხილოთ.
მიმდინარე სეზონში ადრიანომ "ბლაუგრანას" მაისური ლა ლიგის 11 მატჩში მოირგო და 5 გოლი გაიტანა, რაც მცველისთვის დამეთანხმებით საოცარი შედეგია.