6:50 PM
ადრიანო და ჰალკი ნაკრების განაცხადის მიღმა დარჩნენ

ბრაზილიის საფეხბურთო ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "ზენიტის" თავდამსხმელი ჰალკი და "ბარსელონას" მცველი ადრიანო კოლუმბიასთან გასამართ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებენ. იტყობინება AP.

 

ჰალკის და ადრიანოს ნაკრების განაცხადის მიღმა დატოვების მიზეზი ტრავმაა, რომელიც ფეხბურთელებს აწუხებთ. ბრაზილიელებმა ტრავმა "როსტოვთან" და "სელტასთან" მატჩში მიიღეს. ადრიანოს სრული გამოჯანმრთელებისთვის დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება, ხოლო ჰალკი მოედანს 15 დღეში დაუბრუნდება. 

 

ბრაზილიისა და კოლუმბიის დაპირისპირება 15 ნოემბერს ისტ-რედფორდში, ნიუ-ჯერსიში "მეტლაიფის" სტადიონზე გაიმართება. 

ნანახია: 289 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ადრიანო და ჰალკი ნაკრების განაცხადი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: