ამ სტატიის დაწერა ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულმა გუშინდელმა მატჩმა მომანდომა, სადაც ერთმანეთს მადრიდის რეალი და სოსიედადი დაუპირისპირდნენ! შესანიშნავი მატჩი იყო, ძალიან სანახაობრივი და დრამატიზმით აღსავსე, სადაც გამარჯვებას მასპინძლებმა, მადრიდის რეალის ფეხბურთელებმა მიაღწიეს, მაგრამ სტატიაში სულ სხვა რაღაცაზე მინდა გავამახვილო ყურადღება და ვისაუბრო იმ ეპიზოდზე, რომელმაც ამ სტატიის დაწერა მაიძულა.
კაპიტნის სამკლაურით მოვლენილმა კრიშტიანუ რონალდუმ ხომ ზღაპრული მატჩი ჩაატარა, წინ და უკან შეუჩერებლივ ირბინა, დუბლიც გაიფორმა, მაგრამ ჩემზე პირადად სულ სხვა რაღაცამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, ეპიზოდმა, სადაც რეალის ლეგენდასთან, იკერ კასილიასთან მივიდა და დაუბრუნა კაპიტნის სამკლაური, თუმცა უდიდესი პიროვნული თვისებებით გამორჩეულმა კასილიასმა მას არ ჩამოართვა კაპიტნობა და მატჩი კაპიტნის რანგში დაასრულებინა, ეს თითქოს ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ყველამ ჩვენს ცნობიერებაში, რომ გავატაროთ ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. თურმე არც ისეთი ცუდი პიროვნული თვისებებითაა გამორჩეული პორტუგალიელი, როგორც ახასიათებენ და არც კასილიასთან ჰქონდა კონფლიქტი, როგორც წერდნენ ჟურნალისტები სრულიად ევროპიდან, ესაო და რონალდუს გოლი არ აღნიშნა კასილიასმაო!
მოკლედ ამ სტატიაში მინდა გესაუბროთ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ, ადამიანზე, რომელიც ყველაზე მეტად სძულთ და უყვართ!

პატარა მადეირელ ბიჭს სახელი RONALDO დაბადებიდან განსაკუთრებულს ხდიდა! მამამისმა კი შეარქვა ამერიკის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის პატივსაცემად ეს სახელი, მაგრამ რეალურად იმ დროისათვის 9 წლის ბიჭუნა დააგორებდა ბურთს ბრაზილიის სტადიონებზე, რომელმაც სრულიად საფეხბურთო სამყარო გააოგნა თავისი ჯადოსნური თამაშით, ეს იყო ლუიზ ნაზარიო დე ლიმა რონალდო! რის შესახებაც რასაკვირველია, რონალდუს მამამ არაფერი იცოდა, თუმცა მის შვილს, რომ ზუსტად ასეთი სახელი დაარქვა ბევრს აფიქრებინებს და აკავშირებინებს ბრაზილიელ ფენომენთან! გულწრფელად გეტყვით როცა რონალდუ პირველად ვიხილე და მის მაისურზე ნომრის ზევით იგივე თანმიმდევრობით ამოვიკითხე ჩემი საყვარელი ფეხბურთელის სახელი დიდად არ მომწონებია. თუმცა შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ბრაზილიელმა რონალდომ განაცხადა: „რაც უფრო მეტნი ვიქნებით მაგარი რონალდოები, მით უკეთესი ფეხბურთისთვის" და ყველა უარყოფითი დამოკიდებულება გაქრა იმ 18 წლის ფეხბურთელის მიმართ, რომელიც მუდამ ბუზღუნებდა, სიმულიანტობასაც არ ერიდებოდა კარიერის საწყის ეტაპზე და ამაყი ადამიანის შთაბეჭდილებასაც მიტოვებდა! ძალიან ბევრია ისეთი, რომლებმაც უბრალოდ ვერ აიტანეს ბრაზილიელი რონალდოს შემდეგ მისი გამოჩენა, აცხადებდნენ, რომ რონალდო ერთია და განუმეორებელი და მის შემდეგ მათთვის სხვა რონალდო არ არსებობს!

ამ ადამიანმა ფაქტიურად ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც შეიძლებოდა, თითქმის ყველა ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა, მას გუნდური მიღწევებიც დაურთო და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ტიტულოვან ფეხბურთელად გვევლინება. ის ჟურნალისტებისა თუ გულშემატკივრების ქარ-ცეცხლშიც ყველაზე ხშირად ხვდება! მისი ხასიათის და იმიჯის შესახებ უამრავი ჭორ-მართალიც ვრცელდება, რის შედეგადაც ამ უდიდეს ფეხბურთელს ბევრი არ სწყალობს!
ბევრს სძულს რონალდუ რადგან ის ყოველთვის თამამია მის გამონათქვამებში, ამბობს იმას რასაც ფიქრობს, არის კანდიდატი რომელიმე ინდივიდუალური ჯილდოსი და ხმამაღლა აცხადებს, რომ ის ამ ჯილდოს იმსახურებს! თამაშის დროს აღიარებს, რომ ადამიანურ თვისებებს გასახდელში ტოვებს და მხოლოდ ფეხბურთზეა კონცენტრირებული, როცა აგებს ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლაურსაც კი ესვრის კამერებს, ტირილსაც არ ერიდება, როცა აგებს,რადგან სულით ხორცამდეა მასში გამარჯვებულის მენტალიტეტი! გადის სტადიონზე სადაც მისი მოწინააღმდეგე არც ბარსელონაა, არც არგენტინა და მაინც ტრიბუნებიდან ესმის გამაყრუებელი შეძახილები მესიიი, მესიიი... და მაინც გადის დრო და ამ ადამიანებს ის თავისივე გატანილი გოლით ადუმებს, თუმცა ძალიან გამომწვევად აღნიშნავს გოლს და მსაჯის გაფრთხილებასაც იმსახურებს! თამაშობს ტკივილგამაყუჩებლით თუ გუნდს სჭირდება და თანაგუნდელებს არასოდეს ტოვებს მარტო! 80-ე წუთზე გარბის 100მეტრიან მანძილს რეკორდულ დროში და დაუღალავად ატარებს 90 წუთს მოედანზე! აცხადებს არ ვარო ბედნიერი, მაგრამ არ აკონკრეტებს რატომ?! მეც არ ვიცი რატომ არ არის ბედნიერი, მაგრამ ვფიქრობ მას მეტი მხარდაჭერა და სიხარული სჭირდება და არა ფული, არც სხვა კლუბი! მას უბრალოდ უნდა იქ გვერდში დგომა, სადაც მისი კონკურენტები არასოდეს მდგარან მარტო, გალა დაჯილდოვებებზე! თამაშობდა მანიუში და რეალის მიმართ მისი უდიდესი სიყვარული მხოლოდ ახლო წრეში იყო ცნობილი, რადგან პატივს სცემდა მის იმჟამინდელ კლუბს და არც რეალში გადასვლის შემდეგ დაუკარგავს მათ მიმართ პატივისცემა. გაერთო ერთი ღამით და იმ შედეგებს არ გაექცა, რომელიც მოუტანა იმ ღამემ მას და დღეს შვილი ჰყავს, რომელიც მისი საყვარელი ქალისგან ნამდვილად არაა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის შვილი ეღიარებინა! მის მეგობარს, რომელიც არსად მუშაობს, საუკეთესო საცხოვრებელი პირობები აქვს და როცა ჰკითხეს საიდან აქვს ეს ყველაფერი რონალდუსკენ იშვერს ხელს, ეს კი რომალდუს ადამიანურობას და მეგობრულობას უსვამს ხაზს! მოიპოვა ოქროს ბუცი და აუქციონზე გაყიდა, რადგან დახმარებოდა იმათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება, უდიდესი სიდუღჭირის ქვეშ მყოფ ადამიანებს! გახდა მდიდარი და მაინც არ დაავიწყდა ის, რომ ოდესღაც ტელევიზორში ბუცების დანახვისას მწარედ ტიროდა, რადგან მისი საყიდი ფული არ ჰქონდა მის მშობლებს!ჰყავს საუკეთესო მანქანები, მაგრამ არასოდეს ივიწყებს, რომ სკოლაში წასასვლელად 15კმ ფეხით უწევდა სიარული! მუდამ ახსოვს მისი პატარა კუნძული მადეირა და მათ მხარდასაჭერად მაისურზე წარწერაც, ვილიარეალის კარში გატანილი გოლის დროს კარგად გვახსოვს!

მის სექსუალურ ორიენტაციაზეც იმდენი საუბარი იყო უბრალოდ მეცინება, ირინა შეიკის, მარია შარაპოვას, პერის ჰილტონის ხელში რამდენად რეალურად ჟღერს ეს?! რასაკვირველია ამ თემის გავრცობისაგან თავს შევიკავებ!
ასევე 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუნისთან მომხდარმა ეპიზოდმა მასზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დაუტოვა ბევრს, მაგრამ მას შემდეგ რუნი და რონი ერთად აღნიშნავდნენ გამარჯვებებს და თავის წიგნშიც კი დაწერა რუნიმ, რომ ის საუკეთესო იყო იმათ შორის ვისთან ერთადაც უთამაშია! კონფლიქტები არსებობდა, მაგრამ ცოცხალი ადამიანი მის გარეშე უფრო ვერ წარმომიდგენია, ვიდრე უკონფლიქტო და უემოციო, ფებურთი, ხომ ემოციის გამოხატვის საუკეთესო მაგალითია! რონალდუ კი საოცრად ემოციური და მებრძოლი ფეხბურთელია, რომელსაც ნებისმიერ მატჩში მხოლოდ ერთადერთი შედეგი აკმაყოფილებს - მოგება!
დღეს ოქროს ბურთის დაჯილდოვებაა, სადაც ერთ-ერთი პრეტენდენტი რონალდუცაა, ანდრეს ინიესტასა და მესისთან ერთად, არ ვიცი შეძლებს თუ არა ის, ამ ჯილდოს მეორედ მოგებას, მაგრამ იმას, რომ ის უდიდესი ფეხბურთელია ეჭვქვეშ არასოდეს დავაყენებ!
მას სოციალურ ქსელშიც ყველაზე მეტი მოწონება აქვს და ამ ადამიანების რაოდენობა 52 მილიონს აღემატება, რაც რასაკვირველია ბევრისმთქმელია! მინდა გკითხოთ რატომ გძულთ ან გიყვართ რონალდუ? იმიტომ, რომ რეალში თამაშობს და ბარსელონას გულშემატკივრობთ? იმიტომ რომ მესი მოგწონთ, თუ იმიტომ, რომ უბრალოდ არ მოგწონთ მისი პიროვნული თუ პროფესიული თვისებები? ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს და თავისი შეხედულება ნებისმიერი ადამიანისა თუ საქმის მიმართ, უბრალოდ ერთს გეტყვით უმჯობესია რონალდუ შევაფასოთ თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე და არა პიროვნული თვისებებით, რადგან რეალურად ადამიანზე ვერაფერს ვიტყვით, მაშინ როცა მას არ ვიცნობთ და მის მიმართ ხშირად არაობიექტურები ვართ! ჩვენ უბრალოდ ვისიამოვნოთ მისი თამაშით! მისი საოცარი დარტყმის,ბრწყინვალე ტექნიკის, შესაშური სისწრაფის აღიარება ნუ გაგვიძნელდება და ვაღიაროთ, რომ დღეისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია!ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ არა ბოღმიანები, ერთადერთი რასაც გთხოვთ ეს არის!